1.პროექტის სახელწოდება : „მხიარული ანბანი“
2.პროექტის მთავარი იდეა : ხატვით და თამაშით ასო-ბგერების სწავლა.
3.პროექტის აქტუალობა : გერმანული ენის პოპულარიზაცია.
4.პროექტის მიზნები : ინტერესის გაღვიძება გერმანული ენისადმი , ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება , ახალი სიტყვების მოძიება , ანბანის განმტკიცება , გერმანული ენის უკეთესად შესწავლა .
5.მონაწილეთა ასაკი : 3 კლასი
6.ვადები/ხანგძლივობა : 3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას : პატარა ბუკლეტები , სადაც განთავსებული იქნება მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები , დიდი პლაკატი-მთელი ანბანით , შეიქმნება ბლოგი , სადაც განთავსებული იქნება პროექტი .
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : დიდი პლაკატი ,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები , წებო , მაკრატელი , კომპიუტერი , პროექტორი .
9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები იყოფიან 6 ჯგუფად ( 5-5 მოსწავლე თითო ჯგუფში). თითო ჯგუფს ევალება მასწავლებლის მიერ მითითებულ ასო-ბგერებზე ილუსტრაციების შედგენა და გავრცელებული სიტყვების მოძიება. ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით გადააქვთ მათ ნახატები და სიტყვები ფორმატზე და აფორმებენ მას. ყველა ასოს სწავლის შემდეგ და ყველა ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ , მოსწავლეებს პედაგოგის დახმარებით შეაქვთ ნამუშევრები კომპიუტერში და აწყობენ პრეზენტაციას .
10.საგნებთან კავშირი : გერმანული , ხელოვნება .
9.პროექტის ხელმძღვანელი : ნათია მიქაუტაძე .
11.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : http://mikautadzenatia13.blogspot.com/
პროექტის განხორციელება დაიწყება 10ოქტომბერს
No comments:
Post a Comment